Tuesday, May 5, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი...რა შემიძლია, ვთქვა? უკვე ბლოგერი ვარ...ერთი თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენ რამეს შევძლებდი...უამრავი ახალი ინფორმაცია , მრავალფეროვანი პრეზენტაციები და საკუთარი თავის რწმენა---ვფიქრობ, შთამბეჭდავი შედეგია...მადლობა, საყვარელო ხათუნა მასწავლებელო, აღარ მეგონა, მოწიფულ ასაკში მოსწავლის ამპლუას თუ მოვირგებდი...თქვენ შეძელით, გავშინაურებოდი საინფორმაციო ტექნოლოგიებს...მომავალ შეხვედრამდე ჩემს ბლოგზე...

Monday, May 4, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა;
შევავსე პროექტის სასწავლო გეგმა ახალი მასალებით, რომლებიც ეხებოდა ფასილიტაციას;
გამოვაქვეყნე ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო ჩემს ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Friday, May 1, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავასრულე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. დღეს  დავხვეწე დიზაინი და მოძიებულ ფოტომასალას მივუსადაგე საჭირო ტექსტები. ამასთან, კიდევ ერთხელ მივუბრუნდი სასწავლო პროექტის გეგმას; ჩავუღრმავდი შეფასების ინსტრუმენტების მონახაზსა და მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევებს.ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასა და დროსთან აღმოჩნდა დაკავშირებული, მაგრამ გაწეული შრომა ამად ღირდა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - პრეზენტაცია



Monday, April 27, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არ მეგონა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ასეთი შემართებით თუ ვიმუშავებდი. ჯერ გუგლში მოვიძიე საჭირო სასწავლო მასალა, შევქმენი საპრეზენტაციო ჩარჩო და განვათავსე სლაიდებზე სურათები.  მოუთმენლად ველოდები მორიგ მეცადინეობას, რათა სურათებს ტექსტებიც დავურთო და პრეზენტაციას სრულყოფილი სახე მივცე.

Friday, April 24, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დასრულებული პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება საკმაოდ რთული მეჩვენა, მაგრამ გულისხმიერი ტრენერის დახმარებით ეს სიძნელეც გადაილახა. ჩემი ბლოგი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. ვფიქრობ, კიდევ უფრო დავხვეწო და გავამდიდრო ახალი სასწავლო მასალებით...