Tuesday, May 5, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი...რა შემიძლია, ვთქვა? უკვე ბლოგერი ვარ...ერთი თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენ რამეს შევძლებდი...უამრავი ახალი ინფორმაცია , მრავალფეროვანი პრეზენტაციები და საკუთარი თავის რწმენა---ვფიქრობ, შთამბეჭდავი შედეგია...მადლობა, საყვარელო ხათუნა მასწავლებელო, აღარ მეგონა, მოწიფულ ასაკში მოსწავლის ამპლუას თუ მოვირგებდი...თქვენ შეძელით, გავშინაურებოდი საინფორმაციო ტექნოლოგიებს...მომავალ შეხვედრამდე ჩემს ბლოგზე...

Monday, May 4, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა;
შევავსე პროექტის სასწავლო გეგმა ახალი მასალებით, რომლებიც ეხებოდა ფასილიტაციას;
გამოვაქვეყნე ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო ჩემს ბლოგზე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Friday, May 1, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დავასრულე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. დღეს  დავხვეწე დიზაინი და მოძიებულ ფოტომასალას მივუსადაგე საჭირო ტექსტები. ამასთან, კიდევ ერთხელ მივუბრუნდი სასწავლო პროექტის გეგმას; ჩავუღრმავდი შეფასების ინსტრუმენტების მონახაზსა და მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევებს.ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასა და დროსთან აღმოჩნდა დაკავშირებული, მაგრამ გაწეული შრომა ამად ღირდა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - პრეზენტაცია



Monday, April 27, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არ მეგონა, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ასეთი შემართებით თუ ვიმუშავებდი. ჯერ გუგლში მოვიძიე საჭირო სასწავლო მასალა, შევქმენი საპრეზენტაციო ჩარჩო და განვათავსე სლაიდებზე სურათები.  მოუთმენლად ველოდები მორიგ მეცადინეობას, რათა სურათებს ტექსტებიც დავურთო და პრეზენტაციას სრულყოფილი სახე მივცე.

Friday, April 24, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დასრულებული პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება საკმაოდ რთული მეჩვენა, მაგრამ გულისხმიერი ტრენერის დახმარებით ეს სიძნელეც გადაილახა. ჩემი ბლოგი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. ვფიქრობ, კიდევ უფრო დავხვეწო და გავამდიდრო ახალი სასწავლო მასალებით...

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია



Monday, April 20, 2015

მეოთხე დღე

დღეისათვის საინტერესო თემა შეირჩა--შეფასების დროის ჩარჩო. ამ საკითხზე მუშაობამ ბევრი ახალი ინფორმაცია შემძინა. ვგრძნობ, რამდენად მრავალფეროვანი ხდება ტრენინგი...წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა გველის...

Monday, April 6, 2015

ტრენინგის მესამე დღე

აი, ტრენინგის მესამე დღეც დადგა. ეს მეცადინეობა სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას დაეთმო. საპრეზენტაციო ჩარჩო მომზადებული გვქონდა, ამიტომ მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა.რამდენიმე შტრიხიც და პრეზენტაცია თითქმის დასრულებულია...

Friday, April 3, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა ტრენინგის მორიგი დღეც. ამჯერად ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე და შევქმენით ჩარჩო პრეზენტაციისთვის, ამასთან, განვსაზღვრეთ მორიგი შეხვედრის სამუშაო გეგმაც. წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენაა...მომავალ შეხვედრამდე...

Monday, March 30, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. მინდა, უფრო თავდაჯერებული და თანამედროვე გავხდე, ვიარო დროის მხარდამხარ, ამისთვის კი აუცილებელია, უკეთ დავეუფლო საინფორმაციო ტექნოლოგიებს. მართალია,  ჩემთვის რაღაცას აქამდეც ვცოდვილობდი, მაგრამ მუდამ მქონდა უკმარისობის განცდა...მჭირდებოდა კვალიფიციური პედაგოგი, რომელიც დამეხმარებოდა...ეს დღეც დადგა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს,დღეს მე ბლოგერი ვარ, ჩემს პირად სივრცეს განვაგებ და შემიძლია, ვთქვა:"ჩემი ბლოგი ჩემი ციხესიმაგრეა..."