დასრულდა ჩვენი ტრენინგი...რა შემიძლია, ვთქვა? უკვე ბლოგერი ვარ...ერთი თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენ რამეს შევძლებდი...უამრავი ახალი ინფორმაცია , მრავალფეროვანი პრეზენტაციები და საკუთარი თავის რწმენა---ვფიქრობ, შთამბეჭდავი შედეგია...მადლობა, საყვარელო ხათუნა მასწავლებელო, აღარ მეგონა, მოწიფულ ასაკში მოსწავლის ამპლუას თუ მოვირგებდი...თქვენ შეძელით, გავშინაურებოდი საინფორმაციო ტექნოლოგიებს...მომავალ შეხვედრამდე ჩემს ბლოგზე...
Tuesday, May 5, 2015
Monday, May 4, 2015
ტრენინგის მერვე დღე
დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა;
შევავსე პროექტის სასწავლო გეგმა ახალი მასალებით, რომლებიც ეხებოდა ფასილიტაციას;
გამოვაქვეყნე ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო ჩემს ბლოგზე.
შევავსე პროექტის სასწავლო გეგმა ახალი მასალებით, რომლებიც ეხებოდა ფასილიტაციას;
გამოვაქვეყნე ჩემი სასწავლო პროექტის პორტფოლიო ჩემს ბლოგზე.
Friday, May 1, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
დავასრულე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. დღეს დავხვეწე დიზაინი და მოძიებულ ფოტომასალას მივუსადაგე საჭირო ტექსტები. ამასთან, კიდევ ერთხელ მივუბრუნდი სასწავლო პროექტის გეგმას; ჩავუღრმავდი შეფასების ინსტრუმენტების მონახაზსა და მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევებს.ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასა და დროსთან აღმოჩნდა დაკავშირებული, მაგრამ გაწეული შრომა ამად ღირდა.
Subscribe to:
Posts (Atom)